ქვემო ქართლში 4 000 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი გაუმჯობესდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხრამ-არხის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგად მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საირიგაციო მომსახურება გაუმჯობესდება.
სამუშაოების მიმდინარეობა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა და ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვილმა მოინახულეს. ლევან დვალის განცხადებით, მიმდინარე სამუშაოების შედეგად, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 4 000 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი.
„30 წელზე მეტია ხრამ-არხზე სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. მიმდინარე რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, ვინაიდან ხელს შეუწყობს მოსავლიანობის ზრდას.”- აღნიშნა პაატა ხიზანაშვილმა.
2012 წლიდან ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 23 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი რეგიონში 46 250 ჰექტრამდეა გაზრდილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები