ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქს აღსაყდრების 39-ე წლისთავს ულოცავს

საქართველოს ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 39-ე წლისთავს ულოცავს და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს. ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრების 39-ე წლისთავს. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ჩვენი ერის წინაშე! ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს!”, – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის მისალოც განცხადებაში.

1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები