ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი: მოუწოდებთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, არ გაზარდონ სწავლის საფასური

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაუფასურებას შესაძლოა, სწავლის გადასახადის ზრდა მოჰყვეს, ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ლაშა კანდელაკიშვილი ამ ეტაპზე კატეგორიულად გამორიცხავს, სწავლის საფასურის ზრდას, შესაბამისად, ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი არსებულ ტარიფს შეინარჩუნებს.
„მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაუფასურებას შესაძლოა, სწავლის გადასახადის ზრდა მოყვეს, სტუდენტებში მღელვარება გამოიწვია. ბევრ მათგანს აინტერესებს, გაუძვირდებათ თუ არა სწავლის გადასახადი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ განვაცხადოთ შემდეგი:
ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან, ყოველთვის ცდილობდა სტუდენტებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება შეეთავაზებინა.
მიუხედავად იმისა, რომ მზარდი და განვითარებადი უნივერსიტეტისთვის, არსებული ვითარება გარკვეულწილად, უარყოფითად აისახება, ამ ეტაპზე კატეგორიულად გამოვრიცხავთ, სწავლის საფასურის ზრდას, შესაბამისად, ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი არსებულ ტარიფს შეინარჩუნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე:
1. მოუწოდებთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, არ გაზარდონ სწავლის საფასური, იმოქმედონ სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყანაში მძიმე შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
2. მივმართავთ განათლების სამინისტროს, სწავლის გადასახადის ზრდასთან დაკავშირებული საკითხი გახდეს მსჯელობის საგანი რექტორთა საბჭოზე, რადგან ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ სახელმწიფოში არსებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა უფრო არ დამძიმდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები