სამართალდამცავებმა ყოფილი პარლამენტარის სახლის ქურდობაში ბრალდებულები დააკავეს

ყოფილი პარლამენტარი თეო ტლაშაძე სამართალდამცავებს მადლობას უხდის. ტლაშაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მისი სახლის ქურდობაში ბრალდებულების დაკავების შესახებ წერს.
„უზომოდ გახარებული ვარ და ამავე დროს გულდაწყვეტილიც, რადგან ადამიანმა, ვინც ჩვენი სახლი გაქურდა ახალი წლის და წლების გატარება ციხეში მოუწევს. ამ განსაცდელმა მე და დათო კიდევ უფრო გაგვაძლიერა, დაგვანახა გულშემატკივრები და სეირის მაყურებლებიც. თუმცა მთავარი ისაა, რომ ძალიან გულით მომინდა მადლობის გადახდა ბევრი ადამიანისთვის!
მადლობა მინდა გადავუხადო შს მინისტრს, ბ-ნ მღებრიშვილს, რომელსაც უშუალო კონტროლზე ჰქონდა საქმე აყვანილი, ბ-ნ გია ვოლსკის, ჩვენი რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს ბ-ნ მამუკა მდინარაძეს და განსაკუთრებული მადლობა კი “ვაკე 4” -ის სამმართველოს და მის ხელმძღვანელს ბ-ნ ჭაღიაშვილს ასე კვალიფიციურად და მოკლე დროში საქმის შედეგიანად გახსნისთვის!!!
ეს სამმართველო მართლაც პროფესიონალი კადრებითაა დაკომპლექტებული და ძალზედ პერსპექტიული ახალგაზრდები არიან. მადლობა გამომძიებელ მიხეილ მჭედლიშვილს, რომელსაც 9 დეკემბრის შემდეგ ხეირიანადაც არც უძინია. მადლობა თბილისის პოლიციის მთავრი სამმართველოს უფროსს ბ-ნ ალადაშვილს. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც სულ გვირეკავდით და გვამხნევებდით!“-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თეო ტლაშაძე.
თეო ტლაშაძის და მისი მეუღლის ზურაბ რჩეულიშვილის სახლი დიღომში, 10 დეკემბერს გვიან ღამით გაქურდეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები