გიორგი კვირიკაშვილი: მთელი გულით ვულოცავ ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაულს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაულს ულოცავს.
„მთელი გულით ვულოცავ ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაულს, რომელიც სიკეთის, სამართლიანობის, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების სიმბოლოა.
ქართველებისა და ებრაელების ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენ ერთმანეთთან გამორჩეული სიყვარული და პატივისცემა გვაკავშირებს. ჩვენ ვამაყობთ ამ დიდი მეგობრობით.
მშვიდობას, კეთილდღეობასა და წინსვლას ვუსურვებ ებრაელ ხალხს“, -აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები