გიორგი მარგველაშვილი: ქართველებმა და ებრაელებმა კარგად ვიცით ძმობისა და თანამშრომლობის ფასი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ებრაელ თანამოქალაქეებს ხანუქას დღესასწაული მიულოცა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველებისა და ებრაელების ათასწლოვანი ურთიერთობა ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის მეგობრობის საუკეთესო მაგალითია.
„ძვირფასო მეგობრებო, გულითადად გილოცავთ ხანუქას – გამარჯვების, კურთხევის, განწმენდის, მარადიული განახლების დიდ დღესასწაულს. ქართველებმა და ებრაელებმა კარგად ვიცით ძმობისა და თანამშრომლობის ფასი. ჩვენი ათასწლოვანი ურთიერთობა ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის მეგობრობის საუკეთესო მაგალითია. ვუერთდები თქვენ სიხარულს და მშვიდობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენ ოჯახებს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები