საქართველოს პრეზიდენტი გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს შობის დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს შობის დღესასწაულს ულოცავს.
პრეზიდენტი მისალოც ტექსტში აღნიშნავს, რომ საქართველო ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების ქვეყანაა.
„ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ შობას ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. საქართველო ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების ქვეყანაა. განსხვავებულისადმი პატივისცემის ჩვენი ტრადიცია უპირველეს ყოვლისა, იმ ფასდაუდებელი ღვაწლის აღიარებაა, რომელიც სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალქეებს მიუძღვით ჩვენი საერთო სამშობლოს წინაშე. ვუერთდები თქვენ სიხარულს. დაე, განახლებისა და მომავლის რწმენის ამ დიდმა დღესასწაულმა სიყვარული, მშვიდობა და ბედნიერება მოიტანოს თქვენ ოჯახებსა და ჩვენ სამშობლოში“, -აღნიშნავს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები