„ილია მეორეს, სავარაუდოდ აქვს ინფექცია, გრიპის ვირუსით, რომელიც მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს“

საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის ცისანა შარტავას ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს სავარაუდოდ, ინფექცია აქვს  გრიპის ვირუსით, რომელიც მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს. მისი თქმით, სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ გართულებების თავიდან ასაცილებლად.
”პატრიარქის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმის არის. სავარაუდოდ აქ არის ინფექცია, გრიპის ვირუსით. დაავადება მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს. სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ სავარაუდო გართულებების თავიდან ასაცილებლად. ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ცისანა შარტავამ.
პატრიარქის აღსაყდრების 39-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არ ესწრება. ლიტურგიას მეუფე დანიელი აღავლენს. წირვას ესწრებიან წმინდა სინოდის წევრები, სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტი ონოფრე დელეგაციის წევრებთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები