სამების ტაძარში საზეიმო ლიტურგიას ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრება

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის აღსაყდრების 39-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგიას  მეუფე დანიელი აღავლენს.
როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრება.
მათივე ნობით, პატრიარქი საპატრიაქოში იმყოფება და საავადმყოფოში გადაყვანილი არ არის.
წირვას ესწრებიან წმინდა სინოდის წევრები, სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტი ონოფრე დელეგაციის წევრებთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები