ვაკეში დაჭრილ სასულიერო პირს ოპერაცია ჩაუტარდა

ვაკეში დაჭრილ სასულიერო პირს მამა გიორგი ცნობილაძეს “რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ექიმები აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ის მულტიპროფილურ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.
მამა გიორგი ცნობილაძეს წუხელ, ვაკეში თავისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხთან ესროლეს. მას ქვედა კიდურებზე ჭრილობა აქვს მიყენებული.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები