25 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 39-ე წლისთავი აღინიშნება

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან დღეს 39-ე წელი შესრულდა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.
უწმინდესის აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს უკრაინის ეკლესიის მეთაური მისი უნეტარესობა ონოფრე, დელეგაციის წევრებთან ერთად ეწვია.
25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინტრონიზაციის 39-ე წელი სრულდება. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები