სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა პროექტის „გახდი სასამართლოს მეგობარი“ ანგარიში წარადგინა

სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა პროექტის „გახდი სასამართლოს მეგობარი“ შუალედური და 2016 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებაზე ორგანიზაციამ 2016 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისა და სხვა აქტივობების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.

სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის ერთ-ერთ მიმდინარე პროექტს „გახდი სასამართლოს მეგობარი“ წარმოადგენს, რომლის პირველი ეტაპიც წარმატებით დასრულდა და ჟიურიმ 20 მონაწილიდან ორი გამარჯვებული გამოავლინა. პროექტის შუალედური ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილ იქნა სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის კვლევის პრეზენტაცია.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, პროექტის გამარჯვებულებსა და სხვა მონაწილეებს სერტიფიკატები, ხოლო პროექტის პარტნიორებსა და ჟიურის წევრებს მადლობის სიგელები გადასცეს.

ჟიურის შემადგენლობა: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  – ალექსანდრე იაშვილი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე – ზაზა მეიშვილი, მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი – კონსტანტინე კუბლაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე – ზაზა ხატიაშვილი და სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი.

„გახდი სასამართლოს მეგობრის“ ორი გამარჯვებული 2017 წლის იანვრიდან – ივნისის ჩათვლით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში მიმდინარე 10 საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებებს ზაზა მეიშვილის ხელმძღვანელობით მოამზადებენ. სასამართლოში წარდგენილ თითოეულ მოსაზრებაში გამარჯვებულები ჰონორარის სახით 100 აშშ დოლარს მიიღებენ (ჯამში 500 – 500 აშშ დოლარი).

პროექტი დაფინანსებულია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ.

პროექტის პარტნიორები: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი.

პროექტის მედია მხარდამჭერები: საინფორმაციო სააგენტო „ლიბერალი“, საინფორმაციო სააგენტო „პირველი“ და საინფორმაციო/ანალიტიკური სააგენტო „მედია კლუბი“

პროექტის სხვა მხარდამჭერები: სს „ქართული ლუდის კომპანია“/ ლუდსახარში „ზედაზენი“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები