“სოლიდარობის ფონდი” 2 წლის ანასტასია ზაალიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“სოლიდარობის ფონდი” 2 წლის ანასტასია ზაალიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
“როგორც თქვენთვის ცნობილია ანასტასიას ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდგომ განუვითარდა მენინგიტი და ჰიდროცეფალია. გუშინ, იაშვილის სახელობის კლინიკაში ბავშვს ჩაუტარდა ვენტრიკულოსტომიის ოპერაცია. ანასტასია ამ დრომდე იმყოფება ინტენსიური მოვლის რეჟიმში. ვინაიდან ბავშვის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით არსებობს სიცოცხლესთან დაკავშირებული სერიოზული რისკები, “სოლიდარობის ფონდის” ხელშეწყობით მიმდინარეობს თურქეთის ორ კლინიკასთან „მედიკალ პარკი“, „აჩიბადემი“ ბავშვის გადაყვანის საკითხზე მოლაპარაკებები. ყოველ წუთს ველოდებით კლინიკებიდან პასუხს. თურქეთის მხარის თანხმობის შემთხვევაში ბავშვის გადაყვანა განხორციელდება საჰაერო რეანომობილით. როგორც თქვენთვის ცნობილია, ანასტასიასა და მისი ოჯახის თურქეთის რესპუბლიკაში არსებული დეპორტაციის საკითხი გადაჭრილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სოლიდარობის ფონდის ხელშეწყობით. ვინაიდან ოჯახის მიერ მოძიებული გერმანული კლინიკა „ჰელიოს“ ბავშვის მიღებას მხოლოდ 10 იანვრისთვის შეძლებს, ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია უახლოეს საზღვარგარეთ შესაბამისი კლინიკის მოძიება, რათა დროულად მოხდეს ბავშვის გადაყვანა. სისტემურად მოგაწვდით ინფორმაციას მიმდინარე მოვლენების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები