საქართველოს პროკურატურამ წინასაახალწლო ღონისძიებით პატარებს უმასპინძლა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლების შვილებს და კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებს უმასპინძლა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
პატარებისთვის წარმოდგენილ გასართობ პროგრამაში ზღაპრის გმირებთან ერთად ბავშვებიც მონაწილეობდნენ. პატარა სტუმრებისთვის სპეციალური საცირკო სანახაობაც მოეწყო. დასარულს, თოვლის ბაბუამ ბავშვებს დამდეგი 2017 წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა, შემდეგ კი ყველამ ერთად სანტა კლაუსისთვის სპეციალურად მოწყობილ საახალწლო კუთხესთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები