ელგუჯა გოცირიძე სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარა

ტყიბული-თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ ტყიბულში, წინასაახალწლოდ საქველმოქმედო აქცია მოაწყო და სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს დახმარება გაუწია. აქციის ფარგლებში,  ყველა საჭირო პროდუქტი  დეპუტატმა ადგილობრივ ბაზარსა  და სავაჭრო ობიექტებში შეიძინა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა მრავალშვილიან ოჯახს, ელგუჯა გოცირიძემ დამდეგი შობა-ახალი წელი პირადად მიულოცა და მათ  საკვები პროდუქტები, ტკბილეული, პირველადი მოხმარების ნივთები და  სხვა სახის  საჩუქრები გადასცა.
მაჟორიტარი დეპუტატი, ტყიბულში გზის გაწმენდით სამუშაოებსაც  დაესწრო, სადაც თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები