მესტიასა და თეთნულდში ზამთრის საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

დღეს, ზამთრის სეზონი მესტიასა და თეთნულდში ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლებმა ოფიციალურად გახსნეს.
თეთნულდის ახალი სამთო-სათხილამურიო ტრასა საქართველოს თასის გათამაშების ეტაპით გაიხსნა. შეჯიბრების დასასრულს კი სპორტსმენებს საზეიმო ვითარებაში დააჯილდოებენ.
თეთნულდის ფერდობი ერთ-ერთ საუკეთესო საშეჯიბრო სივრცედ არის მიჩნეული. წელს კურორტს კომპანია “დოპელმაიერის” სამი ახალი საბაგირო დაემატა. სულ თეთნულდზე 8 სათხილამურო ტრასა და 4 საბაგიროა. ტრასების საერთო სიგრძე 30 კილომეტრია.
18.00 საათზე ძველ მესტიაში FREESTYLE SHOW გაიმართება, რომელსაც კონცერტი დააასრულებს. სეზონის გახსნის ღონისძიებებს ესწრებიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი, მინისტრები ტარიელ ხეჩიკაშვილი და სოზარ სუბარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები