ურეკში ავარიის შედეგად დაშავებული 17 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ურეკში მძიმე ავარიის შედეგად დაშავებული 17 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი ფოთის სამედიცინო ცენტრიდან თბილისში ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს. ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა.
„კლინიკაში გადმოიყვანა 112-მა. არის უმძიმეს მდგომარეობაში, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. დიაგნოზი არის პოლიტრავმა, უტარდება მკურნალობა და გამოკვლევები“, – აღნიშნა ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს ურეკი-ბათუმის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოთხი ახალგაზრდა დაიღუპა. მსუბუქი ავტომანქანა ჯერ სატვირთოს შეეჯახა, შემდეგ ამობრუნდა.
შსს მომხდარ ფაქტს სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.