თსუ-ს ბიუჯეტი 79 მილიონი ლარი იქნება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტი 79 მილიონი ლარი იქნება.
როგორც პრესკონფერენციაზე შარვაშიძემ აღნიშნა, 30%-ით შემცირდა წარმომადგენლობითი ხარჯები.
„ბიუჯეტი არის 79 მილიონი ლარი. 30%-ით შევამცირეთ წარმომადგენლობითი ხარჯები, მივლინების ხარჯები – 26%-ით და ა. შ. ბევრი მტკივნეული რამ გავაკეთეთ და კიდევ ბევრი შემცირების გაკეთება მოგვიწევს, იმიტომ, რომ ბიუჯეტი თავის ხასიათით დეფიციტურია“, – აღნიშნა რექტორმა.
მისი თქმით, სტუდენტების მხრიდან გადაუხდელი თანხები უნივერსიტეტის ბიუჯეტში 3 მილიონს შეადგენს.
„ეს არის ძალიან დიდი თანხა, უნივერსიტეტში ამ თანხით შეიძლება ერთი სასწავლო კორპუსის მთლიანად რეაბილიტაცია მოხერხდეს, ბიუჯეტის სტრუქტურა არის მძიმე, დაახლოებით 80% არის სახელფასო ფონდები, ანუ ხელფასის ანაზღაურება და კომუნალური ხარჯები, 20% რჩება ყველაფერი დანარჩენისთვის ინფრასტრუქტურის ჩათვლით, განვითარების ჩათვლით, უამრავი რამის ჩათვლით, რაც საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის აუცილებელია. ეს არ არის მაინცდამაინც ნორმალური სიტუაცია, თუმცა გვესმის, რომ გამოსასწორებელია და ვიცით, როგორ უნდა გამოვასწოროთ“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები