24 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე თბილისში მტკვრის დონე დაიწევს

კომპანია ”ენერგო პრო-ჯორჯიას“ ინფორმაციით, 24 დეკემბრის 06:00 საათიდან 28 დეკემბრის 03:00 საათამდე ორთაჭალჰესი გაჩერდება, შესაბამისად, ამ პერიოდში თბილისში, მტკვრის კალაპოტში მაქსიმალურად დაიწევს წყლის დონე.
კომპანიის ინფორმაციით, იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალის გაგრილების სისტემის სრულყოფის მიზნით, სსიპ – იუსტიციის სახლი გეგმავს მტკვარში წყლის საქაჩი ტუმბოების ჩაკიდებას, ამისთვის საჭიროა მტკვრის ჯებირზე ლითონის კონსტრუქციის ჩამაგრება, რის გამოც ჰესის გაჩერებაა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები