შსს-ს მაშველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სიმულაციური სწავლება ჩაატარეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლებთან ერთად, მასშტაბური სიმულაციური სწავლება ჩაატარეს. ღონისძიებაში, მეხანძრე-მაშველების გარდა, სააგენტოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული სამსახურის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.
სწავლებაზე იმიტირებული ხანძრის ჩაქრობისა და თვითმფრინავის კაბინაში გამნაღმველების მუშაობის პროცესი წარმოადგინეს.
სიმულაციური სწავლება მიზნად ისახავდა ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც რეალურ საგანგებო სუტუაციებში კატასტროფების რისკებს შეამცირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები