„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ საჯარო განხილვა გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. როგორც “კვირას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ მიმართა. კოდექსის პროექტი საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტთა მონაწილეობით შემუშავდა, რომელშიც დაინტერესებული საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა დარგობრივი თუ სექტორული სამინისტროების რეკომენდაციით რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. აღნიშნული კოდექსის პროექტი სრულად შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებსა და ადგილობრივ გამოწვევებს, რომლის ახალი რეგულაციების პრაქტიკაში დანერგვისა და იმპლემენტაციისათვის ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა უშუალო მონაწილეობით ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგებში გარემოსდაცვითი საკონსულტაციო ორგანიზაციები, დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენლები და სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ. სემინარის მსვლელობის დროს გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომელიც შემდგომში გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტში აისახა. საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაწყებამდე, კოდექსის პროექტი სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე რამდენჯერმე განთავსდა. ასევე, პროექტთან დაკავშირებით არაერთი საჯარო განხილვა მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები