აჭარაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ახალგაზრდა დაიღუპა

აჭარაში, ურეკი-ბათუმის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოთხი ახალგაზრდა დაიღუპა და ერთი დაშავდა. ავარია დღეს საღამოს მოხდა, რა დროსაც, მსუბუქი ავტომანქანა ჯერ სატვირთოს შეეჯახა, შემდეგ ამობრუნდა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.
შსს მომხდარ ფაქტს სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები