24 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე თბილისში  მტკვრის დონე დაიწევს

24 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე თბილისში მდინრე მტკვრის დონე დაიწევს, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “ენრგო პრო-ჯორჯია” ავრცელებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, მტკვრის დონის დაწევა იუსტიციის სახლის მიერ დაგეგმილ სამუშაოებს უკავშირდება.

“იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალის გაგრილების სისტემის სრულყოფის მიზნით, იუსტიციის სახლი გეგმავს მტვარში წყლის საქაჩი ტუმბოების ჩაკიდებას, ამისთვის საჭიროა მტკვრის ჯებირზე ლითონის კონსტრუქციის ჩამაგრება. აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის 4 დღით, 24 დეკემბრის 06:00სთ-დან 28 დეკემბრის 03:00სთ-მდე გაჩერდება “ორთაჭალჰესი”, შესაბამისად, ამ პერიოდში თბილისში, მტკვრის კალაპოტში მაქსიმალურად დაიწევს წყლის დონე”,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები