„მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“ აფხაზურ ენაზე გამოიცა

შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანი – „მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“ უკვე აფხაზურ ენაზე გამოიცა.
ამ ინფორმაციას შორენა ლებანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„გამოცემიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ „მანანა ანუა, ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“ – უკვე აფხაზურ ენაზე!15626425_705982366235641_6995298221740698082_o
და ეს ყველაფერი  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერის, გამომცემლობა „არტანუჯისა“ და მთარგმნელის, ირმა ოსიას თანამშრომლობის შედეგად.
დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვისი წყალობითაც დღეიდან წიგნი აფხაზი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომია!
იმედი მაქვს, „მანანა ანუა“, როგორც მშვიდობის გზავნილი, მალე გადალახავს ქართულ-აფხაზურ საზღვარს და აფხაზი მკითხველის გულამდე ჩააღწევს“, – წერს შორენა ლებანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ცნობისათვის: დოკუმენტური რომანი „მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“ 2015 წელს „არტანუჯმა“ გამოსცა.
ქართულ-აფხაზური ოჯახის ტრაგედიას აღწერს. მოქმედება ვითარდება, 1993 წლის ივლის-აგვისტოში, სოხუმთან ახლოს მდებარე სვანურ სოფელ კომანში.  ავტორის მზერა მიპყრობილია აფხაზეთის მთებში ჩაკარგული პატარა სვანური სოფლის, კომანის ეკლესიისკენ, სადაც დრამატული მოვლენები შემაძრწუნებელი სისწრაფით ვითარდება. იქ ადამიანები თავსდატეხილმა უბედურებამ ეკლესიაში გამოკეტა და ბედისწერის მორიგ გამოწვევებს ჯანსაღი ცხოვრებისეული პოზიციით, მაღალადამიანური თვისებებით დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები