ტიერი მარიანი – ევროკომისიის მიერ „ენჯეოების“ დაფინანსების გაზრდაზე: რეალურად ეს თანხა შეიძლება, გამოიყენონ ზოგიერთი სახელმწიფოს პოლიტიკაში ჩარევისთვის, იმ სახელმწიფოების, რომლებიც არ მიჰყვებიან ევროკავშირის ხაზს

French far-right Rassemblement National (RN) former candidate for the presidency of Provence-Alpes-Cote d'Azur (PACA) regional council Thierry Mariani speaks during the campaign rally in Reims, eastern France, on February 5, 2022. French voters go to the polls in April 2022 for a presidential election. (Photo by STEPHANE DE SAKUTIN / AFP)

რეალურად ეს თანხა შეიძლება, გამოიყენონ ზოგიერთი სახელმწიფოს პოლიტიკაში ჩარევისთვის, იმ სახელმწიფოების, რომლებიც არ მიჰყვებიან ევროკავშირის ხაზს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების რეკორდულ – 600%-იან ზრდაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამჭვირვალობა ევროკავშირმაც მოითხოვა და იგივე პოზიციის გამო საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა ორმაგი სტანდარტია.

„ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მაგალითად, სერბეთი ან საქართველო, ახლა პრობლემები აქვთ ევროკავშირთან, რადგან დამოუკიდებელი პოლიტიკის შენარჩუნება ამჯობინეს.

ძალიან სახიფათოა ეს პროგრამა, რადგან ეს არის კარგი შესაძლებლობა ენჯეოებისთვის. მართალია ისინი ხშირად ამბობენ, რომ დემოკრატიისთვის მუშაობენ, თუმცა უმეტესწილად პირიქით – უარყოფენ დემოკრატიას. ხშირად აღმოვაჩენთ, რომ ფული არ იხარჯება იმაზე, რისთვისაც განკუთვნილი იყო.

ევროკავშირმაც მოითხოვა გამჭვირვალობა ევროპაში. ამიტომაც არ მესმის, რატომ არის გამაოგნებელი, როცა თქვენი მთავრობაც ზუსტად იგივეს აკეთებს, რასაც ევროკავშირი. გაუგებარია, რატომ არის ერთი და იგივე რამ კარგი, როცა ის ევროკავშირში კეთდება და ცუდი, როცა ეს საქართველოში ხდება. ეს ორმაგი სტანდარტია“, – განაცხადა ტიერი მარიანიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები