სოფელ მუხრანში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლი კერძო საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე იყო.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.