ირანელო დემონსტრანტებო, გააგრძელეთ პროტესტი – აიღეთ თქვენი ინსტიტუტები! – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დახმარება გზაშია.
„ირანელო დემონსტრანტებო, გააგრძელეთ პროტესტი – აიღეთ თქვენი ინსტიტუტები!!! შეინახეთ მკვლელებისა და მოძალადეების სახელები. ისინი დიდ ფასს გადაიხდიან. ყველა შეხვედრა გავაუქმე ირანელ ოფიციალურ პირებთან, სანამ დემონსტრანტების უაზრო მკვლელობა არ შეწყდება. დახმარება გზაშია. MIGA [გავხადოთ ირანი ისევ დიადი]!!!“ – წერს ტრამპი Truth Social-ზე.