მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

22 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ მორიგ „წიგნის საათს“  გამართავენ.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუხადეს, მწერალ ჯიბრან ხალილ ჯიბრანის შემოქმედების შესახებ მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე ისაუბრებს.
არაბული მოდერნიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის, ჯიბრან ხალილ ჯიბრანის, რომანი „იესო – ძე კაცისა“ მსოფლიო ლიტერატურის გამორჩეული ქმნილებაა. წიგნი იესოს თანამედროვეთა მწერლის ფანტაზიით აღდგენილი მოგონებებია ქრისტეს შესახებ. ჯიბრანი წერს ისე, თითქოს ის ხალხი გვიყვებოდეს იესოს შესახებ, ვინც მას სიცოცხლეში იცნობდა. ეს ადამიანები ქრისტეს სხვადასხვაგვარად აფასებენ. თავად ჯიბრანს მთელი სიცოცხლე აინტერესებდა ქრისტეს ფენომენი, ამიტომ გარდა ამ რომანისა, მას კიდევ რამდენიმე მოთხრობა თუ ესე მიუძღვნა.
გიორგი ლობჟანიძის მიერ არაბულიდან თარგმნილი ეს კრებული, რომანთან – „იესო – ძე კაცისა“ – ერთად, თითქმის ყველა იმ ნაწარმოებს აერთიანებს, რაც ჯიბრან ხალილ ჯიბრანს იესო ქრისტეზე არაბულად დაუწერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები