გიორგი კვირიკაშვილი რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, . მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.
თურქეთის პრეზიდენტმა და გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებაზე გაამახვილეს.
მხარეებმა ისაუბრეს “ევრაზიის გვირაბის” პროექტის მნიშვნელობაზე, რომლის გახსნის ცერემონიაშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თურქეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აბრეშუმის გზის აღდგენის პროცესში.
შეხვედრისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას. პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს მთავრობის სახელით, თურქ ხალხსა და თურქეთის მთავრობას, მათ ქვეყანაში ბოლო პერიოდში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, მწუხარება გამოთქვა,კიდევ ერთხელ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ასეთ სისასტიკეს ცივილიზებული სამყარო კონსოლიდაციით უნდა დაუპირისპირდეს და ამ პროცესში, საქართველო მეგობრების გვერდით დგას.