დავით ქართველიშვილი: სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ხელისუფლების დამხობის მიზნით იმყოფება უცხოელთა ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან

„რაც შეეხება „კუდის ბოლო მოქნევას“ – სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ქვეყანაში ხელისუფლების დამხობის მიზნით იმყოფება უცხოელთა ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

დავით ქართველიშვილის ინფორმაციით, ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ფიცომ განაცხადა, რომ ჯგუფის მიზანი იყო სლოვაკეთის სამთავრობო სტრუქტურების ჩამოშლა.

„მისი თქმით, ამ ჯგუფს პირდაპირი კავშირი აქვს საქართველოსა და უკრაინაში ვერშემდგარ და შემდგარ „მაიდანებთან“. ფიცომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქმედების მსგავსი მოდელი უკვე აპრობირებულია სხვა ქვეყნებში და ფინანსდება სხვადასხვა წყაროდან.

ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ფიცომ განაცხადა, რომ ჯგუფის მიზანი იყო სლოვაკეთის სამთავრობო სტრუქტურების ჩამოშლა. „მოდელი, რომელიც მზადდება, არის ძალიან მარტივი და გამოცდილია ბევრ ქვეყანაში“, – აუწყა მოსახლეობას სლოვაკეთის პრემიერმა. მან ასევე განაცხადა მოსალოდნელი ანტისამთავრობო აქციების დროს, სამთავრობო ინსტიტუტებში შეღწევისა და მათი დაკავების შესაძლო მცდელობების თაობაზე.

ფიცომ დარწმუნებით თქვა, რომ ჯგუფის მთავარი მიზანი ხელისუფლების გადატრიალებაა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსმა ქმედებებმა შეიძლება სერიოზულად შეაფერხოს სახელმწიფო უწყებების მუშაობა და ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა ღონისძიებები იყო გატარებული საფრთხის გასანეიტრალებლად, მაგრამ მყარად დაარწმუნა მოსახლეობა, რომ მთავრობამ იცის რა ხდებოდა და მიმართავს აუცილებელ ზომებს ქვეყნის დასაცავად“, – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები