მდინარაძე საკონსტიტუციო კომისიაზე: იქნება დისკუსია და მსჯელობის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას

საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს.
მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.
„ჩემი მხრიდან განსახილველი საკითხების პრიორიტეტულობის განსაზღვრა არ იქნება სწორი, არის ძალიან ბევრი ხარვეზი, კონსტიტუცია მთლიანად მოითხოვს გადახედვას, იქნება დისკუსია და ფართო მსჯელობის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები