არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვდგავართ ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით, როდესაც საქმე ამ ტრაგედიას ეხება

მმართველი გუნდი მზადაა, ალეპოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ რეზოლუციაზე იმსჯელოს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის მოწოდების საპასუხოდ ჟურნალისტებს, პარლამენტის მიერ, სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებაზე განუცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველო ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით დგას, როდესაც საქმე მსგავს ტრაგედიას ეხება.
”საქართველომ უკვე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას ალეპოსთან მიმართებაში და ჩვენ ვდგავართ ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით, როდესაც საქმე ამ ტრაგედიას ეხება. რაც შეეხება პარტიების შემოთავაზებას, ჩვენ მზად ვართ მათ მიერ წარმოდგენილი ტექსტები განვიხილოთ თუ ასეთი არსებობს. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში ყველას ჩვენს ქვეყანაში ერთი პოზიცია აქვს”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები