აჭარის უმაღლესმა საბჭომ მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ რეგიონის მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა.
უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატიდან 14-მა აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა.
სამთავრობო გუნდის დასამტკიცებლად დეპუტატთა 11 ხმა იყო საჭირო.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის გადაწყვეტილებით, ცვლილება მხოლოდ ორ უწყებაში განხორციელდა.
ცვლილებები განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრობის კანდიდატს შეეხო.
განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე ინგა შამილიშვილი, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრობის კანდიდატად ზაალ მიქელაძე დამტკიცდა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები