მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით სატყეო სექტორში კანონმდებლობისა და ტყის კოდექსის შესახებ მომზადებული სტრატეგიული გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასებები განიხილეს.
მინისტრმა სატყეო სექტორში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრა, ვინაიდან საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ტყის ახალი კოდექსის ძალაში შესვლის შემდგომ, მის განხორციელებასა და დანერგვაში მსოფლიო ბანკის დახმარება.
შეხვედრაზე სამთო-მოპოვებითი სექტორის გაძლიერების საჭიროებაზეც იმსჯელეს, რომელიც გარემოზე უკვე მიყენებული ზიანის აღმოფხვრასა და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვისას გარემოსდაცვითი ინტერესების გათავლისწინებას მოიცავს. ქვეყნის ასეთი მნიშვნელოვანი რესურსის მოპოვებისას, უპირველესია ფისკალური და ეკონომიკური ეფექტის მიღება. შესაბამისად, მსოფლიო ბანკის სახით გამოცდილი და საიმედო პარტნიორის ხელშეწყობა ამ სექტორის რეფორმაში მნიშვნელოვან შედეგს მოუტანს ქვეყანას.
შეხვედრაზე მხარეები კლიმატის ცვლილების სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. კერძოდ, პარიზის შეთანხმების ფარგლებში განსაზღვრული ეროვნული წვლილის დოკუმენტში სატყეო ნაწილის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები