ქსნის მე-15 პენიტენციურ დაწესებულებაში უწმინდესმა ეკლესია გახსნა

ქსნის მე-15 პენიტენციურ დაწესებულებაში, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სასჯელაღსრულების მინისტრთან კახი კახიშვილთან ერთად, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია გახსნა.
ტაძრის მშენებლობა 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტაძარი პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა და თანამშრომლებმა ააგეს. სასჯელაღსრულების მინისტრის კახა კახიშვილის თქმით, ეს ტაძარი მსჯავრდებულებს სულიერი სიმტკიცის გაძლიერებაში დაეხმარება.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უწმინდესს და საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რომ ჩამოვიდნენ და თავად მათ აკურთხეს ეს ტაძარი. ჭეშმარიტი რწმენა აძლიერებს ადამიანს. იმედი მაქვს, ეს ტაძარი ხელს შეუწყობს პატიმრების გაძლიერებას და საზოგადოებაში დაბრუნებას”, – განაცხადა მინისტრმა. უწმინდესმა პარაკლისი გადაიხადა და მსჯავრდებულები ეკლესიის მშენებლობისთვის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები