ზაზა ხუციშვილი პროდუქტზე ფასების ზრდას არ პროგნოზირებს

საპარლამენტო უმცირესობა, უმრავლესობას ნავთობპრუდუქტებზე მოსალოდნელი ფასების ზრდისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
მიუხედავდ ნავთობპროდუქტებზე დაანონსებული ფასების ზრდისა, უმრავლესობაში, ადგილობრივ, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასების ზრდას არ ვარაუდობენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი ოპონენტებს არ ეთანხმება და თვლის, რომ მთავრობის მიერ მიღებული მძიმე გადაწვეტილება ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ზაზა ხუციშვილს მიაჩნია, რომ ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა, შეუმჩნევლად აისახება პროდუქტებზე. „2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, „პრემიუმი“ ღირდა 2.30, „ სუპერი“ 2.35 და „ევროდიზელი“ 2.35, ამის შემდეგ კი ჩამოვიდა 1.80-მდე, მაგრამ პროდუქტი არ გაიაფებულა.
ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემადგენელი ნაწილი ფასის წარმოქმნის პროდუქტებში, საწვავის, ვგულისხმობ, საქართველოში წარმოებულ პროდუქტს, იმდენად დიდი არ არის, რომ სერიოზული ცვლილებები განიცადოს. გავლენა, რასაკვირველია, იქნება, ოღონდ მცირედი და ეს პირდაპირპროპორციული არ იქნება.“-განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
უმრავლესობის წევრები, ასევე, ვერ ხედავენ პროცედურულ დარღვევას იმაში, რომ 2017 წლის ბიუჯეტი მიღებულია ისე, რომ მასზე თანდართულ პროექტებთან დაკავშირებით ჯერ მსჯელობა არ არის დაწყებული. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ პარლამენტი გადაწყვეტილებას იღებს იმის მიხედვით, რაც საზოგადოებისთვის აუცილებელია.

“კანონპროექტი იხილება დაჩქარებული წესით, პირველ რიგში, ბიუჯეტის კანონთან შემოსული თანამდევი ცვლილებები. ამ ცვლილებებს დაჩქარებული წესით განვიხილავთ, რათა მათი ამოქმედება მოხდეს დროულად და პრაქტიკულად. ერთდროულად მოხდება კანონის და ცვლილებების მიღება,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები