გაეროს მონაცემებით, აღმოსავლეთ ალეპოდან, 50 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ევაკუაციას ელოდება (ვიდეო)

აღმოსავლეთ ალეპოდან, 50 ათასზე მეტი ადამიანი ევაკუაციას ელოდება. ინფორმაციას ამის შესახებ გაერო ავრცელებს. ამასთანავე დასავლეთის მედია განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. მისი ცნობით, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რაიონებში, საერთო ჯამში, 100 ათასამდე ადამიანი რჩება.
როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, ხუთშაბათს ალყაშემორტყმული ქალაქიდან 6400 ადამიანი იყო ევაკუირებული, მათ შორის 3 ათასამდე შეიარაღებული პირი.
„ჩვენ ორი კოლონის ევაკუაცია მოვახერხეთ. მათ შორის 40 დაჭრილი პირია. ევაკუაცია გრძელდება“, – განუცხადა „ბი-ბი-სის“ წითელი ჯვრის წარმომადგენელმა პაველ კრზისიკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები