“ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მხოლოდ ტექნიკური პროცედურებია გასავლელი”

“ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მხოლოდ ტექნიკური პროცედურებია გასავლელი, რომელიც ახალი წლის დასაწყისში დაიწყება”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია.
„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიღებულია. მნიშვნელოვანი ბარიერი, რომელიც იდგა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გზაზე, ვგულისხმობ შეჩერების მექანიზმს, გადალახულია. საქართველოსთან დაკავშირებით მსჯელობა შედგა.
ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო არაფორმალურად შეთანხმდნენ.
ამას სჭირდება ახლა ფორმალიზება, რომელიც ახალი წლის დასაწყისში წარიმართება. ეს პროცედურა, დარწმუნებული ვარ, არ შეყოვნდება, რადგან მხოლოდ ტექნიკურ პროცედურებს უკავშირდება. საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. პროცედურები მიმდინარეობს და ეს პროცესი მალე დასრულდება“, – განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები