აშშ-ის თეთრი სახლის ადმინისტრაცია ჰაკერულ შეტევებში პირადად ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებს

შეერთებული შტატების თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „დემოკრატიული პარტიის“ და ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბზე განხორციელებული კიბერშეტევის უკან პირადად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დგას.
როგორც ბარაკ ობამას მრჩეველმა ბენ როუდსმა განაცხადა, პუტინი მკაცრად აკონტროლებს ნებისმიერ ოპერაციას, რომელსაც რუსეთის მთავრობა ახორციელებს და ის საქმის კურსში იყო.
„როდესაც ამ დონის ჰაკერულ შეტევაზეა საუბარი, შეუძლებელია ამის შესახებ უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ იცოდნენ. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, როგორ აკონტროლებს პუტინი თავის მთავრობას,“ – განაცხადა როუდსმა.
თავის მხრივ, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა, რომ კიბერშეტევაში ვლადიმერ პუტინის მონაწილეობის ფაქტი ეჭვს არ იწვევს.

კრემლი კიბერშეტევებში თავისი მონაწილეობის ფაქტს უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები