თბილისის ქუჩები საახალწლოდ განათდა

თბილისის ქუჩები საახალწლოდ განათდა. წელს საახალწლო ილუმინაციებით ქალაქის 30-მდე ქუჩა მოირთო. სადღესასწაულოდ განათებული ქალაქი, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად დაათვალიერა.
„თბილისის მთავარ ნაძვის ხეს 17 დეკემბერს საზეიმოდ გავანათებთ, აქვე მინდა მოვუწოდო მოსახლეობას მობრძანდნენ პარლამენტის შენობასთან, რათა ვიზეიმოთ შობა-ახალი წლის მოახლოვება და ქალაქში საახალწლო განწყობა ერთად შევქმნათ. რაც შეეხება საახალწლო ქალაქს, ის დედაენის სკვერში 25 დეკემბერს გაიხსნება, ამავე დღეს საახალწლოდ განათდება „ახალი ტფილისიც“, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები