მაისში ჩამოვარდნილი ეგვიპტური ავიალაინერის მგზავრების ცხედრებზე ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს

ეგვიპტის საავიაციო საგამოძიებო კომიტეტმა მიმდინარე წლის მაისში ჩამოვარდნილი პარიზი–კაიროს რეისის ავიალაინერის მგზავრთა ცხედრებზე ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ავიალაინერი Airbus A320, რომელიც პარიზიდან კაიროში მიფრინავდა, 19 მაისს ღამით ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა. დაიღუპა 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი.
თვითმფრინავის „შავი ყუთი“ ავიალაინერის ჩამოვარდნიდან ერთ თვეში აღმოაჩინეს,. მათი მონაცემების გაშიფვრის შედეგად დადგინდა, რომ ლაინერის ბორტზე ბოლი და ტემპერატურის მოულოდნელი აწევა დაფიქსირდა. სწორედ ამის შემდეგ ავიალაინერი რადარებიდან გაქრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები