ბაქოში საქართველოს მოქალაქეები ავარიაში მოყვნენ

ბაქოში, გარადაგსკსის რაიონში მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სააგენტო „აპას“ ინფორმაციით, საქართველოს ნომრიანი ავტობუსი “Schacman”-ის სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა. ცხრა ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები