გერმანიიდან 50 ავღანელი მიგრანტის დეპორტაცია მოხდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გერმანიიდან თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომლითაც იქ 50 დეპორტირებული პირი ჩაიყვანეს. მათ გერმანიის ხელისუფლებამ თავშესაფარზე უარი უთხრა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.

იძულებითი წესით სამშობლოში მიგრანტების დაბრუნების შესახებ შეთანხმება გერმანიასა და ავღანეთს შორის მიმდინარე წლის ოქტომბერში შედგა. ამჟამად გერმანიის ტერიტორიაზე 250 ათასი ავღანელი იმყოფება.

გერმანული მედიის ცნობით, საერთო ჯამში, გერმანიიდან 12 ათასი ავღანელი მიგრანტის დეპორტაცია იგეგმება.
2015 წელს გერმანიაში არალეგალურად მილიონამდე მიგრანტი ჩავიდა. ისინი, ძირითადად, სირიის, ერაყისა და ავღანეთის მოქალაქეები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები