პუტინის მრჩეველს უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის წოდება ჩამოართვეს (ვიდეო)

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველს უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის წოდება ჩამოართვეს. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება.
ეს გადაწყვეტილება უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებაზე  მიიღეს. გლაზიევი აკადემიის შემადგენლობიდანაც  გარიცხეს.
სერგეი გლაზიევი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებშია ეჭვმიტანილი. შესაბამისი ვიდეო უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა.
სერგეი გლაზიევი უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის წვერი 2009 წლიდან იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები