ამერიკელი გენერალი: „ისლამური სახელმწიფო“ პალმირაში, შესაძლოა, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს დაეუფლა
„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“, რომლებიც სირიის ქალაქ პალმირაში შევიდნენ, შესაძლოა, მძიმე შეიარაღებას, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს დაეუფლნენ. ამის შესახებ ამერიკელმა გენერალმა, კოალიციური ძალების სარდალმა, სტივენ ტაუნსენდმა განაცხადა.
გენერლის თქმით, ეს შეიარაღება კოალიციისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„ჩვენ ამ საფრთხის გაკონტროლება შეგვიძლია და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ტაუნსენდმა.
“The Washington Post”–ის ინფორმაციით, „ბოევიკები“ პალმირას აღების შემდეგ მიტოვებულ რუსულ ბაზაზე განთავსდნენ. მათ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ჩანს დიდი რაოდენობით მიტოვებული ჯავშანტექნიკა, საზენიტო ქვემეხი და საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი С-125.