რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ოთხი პირი დააკავა, რომლებიც მოსკოვში ტერაქტებს გეგმავდნენ (ვიდეო)

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვში ოთხი პირი დააკავა, რომლებიც ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ. გამოძიება ვარაუდობს, რომ დაკავებულები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან დაკავშირებული.
„დაკავებულები არიან ტაჯიკეთის და მოლდავეთის მოქალაქეები. ისინი მოსკოვში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ, რისთვისაც თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს გამოიყენებდნენ“, – განაცხადეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობათა ცენტრში.
ტერორისტების ბინის ჩხრეკის დროს, ამოღებულია ხელყუმბარები, პისტოლეტები და ავტომატები, ასევე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები.
სპეცოპერაცია მოსკოვის ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლში ჩატარდა. მის დაწყებამდე შენობიდან 145 ადამიანი იყო ევაკუირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები