ფიქრი იშიკი – ალეპოში ჰუმანიტარული კატასტროფაა

სირიის ქალაქ ალეპოში მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფაა. ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ფიქრი იშიკმა განაცხადა. „ჩვენ ვცხოვრობთ სიტუაციაში, როდესაც კაცობრიობამ ჰუმანურობის პრინციპები დაივიწყა“, – განუცხადა მინისტრმა სააგენტო „ანადოლუს“.
მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა ფაქტობრივად ჩუმად არის და ჰუმანიტარული კატასტროფის დაუშვებლობისთვის არაფერს აკეთებს.
მინისტრი აცხადებს, რომ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებით სირიაში მშვიდობის დამყარება შეუძლებელია.
ცნობისთვის, სირიის ქალაქ ალეპოში, რომელსაც ბაშარ ასადის ძალები უტევენ, მშვიდობიანი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები