მაკა ჩიჩუა მხედველობადაქვეითებული ადამიანების განათლებისა და რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს კონფერენციას დაესწრო

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მხედველობადაქვეითებული ადამიანების განათლებისა და რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს აღმოსავლეთ ევროპის მე-7 საერთაშორისო კონფერენციას „პარტნიორობა: მშობლებისა და სპეციალისტების თანამშრომლობის როლი უსინათლო ბავშვის განათლების პროცესში” დაესწრო, რომელიც დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაციის, “მარიანის” დამფუძნებელმა, მარიამ მიქიაშვილმა გახსნა და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მარიამ მიქიაშვილმა საქართველოს პირველ ლედის დასწრებისათვის მადლობა გადაუხადა და კონფერენციის ჩატარებაში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანამონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტის მისასალმებელი მიმართვა გააცნეს:

„ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ვაშენოთ საზოგადოება, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება საკუთარი ნიჭის გამოვლენის, თვითრეალიზაციისა და სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობა.
ამდენად, უსინათლოთა განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, სამომავლო პერსპექტივების დასახვას, ხელისუფლებათათვის კომპეტენტური რეკომენდაციების შემუშავებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სპეციალისტებთან ერთად, განსაკუთრებით მისასალმებელი და სწორი მიმართულებით სვლის საწინდარია ამ პროცესში მშობელთა აქტიური ჩართულობა”, – აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის მიმართვაში.
კონფერენციის მიზანი უსინათლოთა განათლების სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, მშობლებისა და სპეციალისტების გაძლიერება, ასევე, სამომავლო თემების გამოკვეთა და მთავრობისთვის რეკომენდაციების შემუშავებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები