საპატრიარქოში ქართველთა საუკუნის ტრილოგიის – “ნათელი ქრისტესი საქართველო” მე-3 ტომის პრეზენტაცია გაიმართა

საპატრიარქოში უნიკალური გამოცემის, ქართველთა საუკუნის ტრილოგიის – “ნათელი ქრისტესი. საქართველო” მე-3 ტომის პრეზენტაცია გაიმართა
საპატრიარქოში გამართულ წიგნის პრეზენტაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სამეცნიერო-აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქართველთა საუკუნის ტრილოგიის – “ნათელი ქრისტესი. საქართველო” მე-3 ტომის ტომის სახელწოდებაა “მზიანი ღამე. პატრიარქი”.
ტრილოგიის იდეის ავტორი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორეა. პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი კი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნესტან კირთაძე.
ტრილოგია 16 წლის განმავლობაში იქმნებოდა. მასზე მუშაობა 2000 წელს დაიწყო. პირველი ტომი -2003 წელს, მეორე კი 2006 წელს გამოიცა. ქართველთა საუკუნის ტრილოგიაში შესულია უნიკალური ხელნაწერები, ექსკლუზიური ფოტორეპროდუქციები, არქიტექტურული და სხვა სახელოვნებო ნიმუშები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები