რა შემადგენლობით უნდა იმუშაოს საკონსტიტუციო კომისიამ – ირაკლი კობახიძე დეტალებზე საუბრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, საკონსტიტუციო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობა წარმოდგენილი იქნება 23 წევრით, საპარლამენტო უმცირესობა – 8 წევრით, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები” – ორი წევრით.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კომისიის შემადგენლობაში იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.
ამასთან, კობახიძის ინფორმაციით, კომისიის შემადგენლობაში გათვალისწინებულია კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლობა – პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, იუსტიციის მინისტრი და მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობით და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები, საქართველოს სახალხო დამცველი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საქართველოს აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
დებულების პროექტის თანახმად, კომისიის შემადგენლობაში შედიან არასაპარლამენტო პარტიები, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი, თუმცა მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 3% მაინც.
კომისიის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობაში შედიან თავად პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო სუბიექტები – უმრავლესობა, უმცირესობა, უმცირესობის გარეთ დარჩენილი ფრაქცია, ასევე დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი.
კობახიძის ინფორმაციით, პირველი სხდომა კომისიის დებულების დამტკიცებიდან 15 დღის ვადაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები